ვორქშოფი „Microplastics Pollution From Ports And Shipping Activities: Mitigation Strategies”.
3 მაისი 2023
2023 წლის 2-3 მაისს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მეორე მოადგილემ საგანმანათლებლო პროცესების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, ასოცირებულმა პროფესორმა - გიორგი გაბედავამ მონაწილეობა მიიღო ვორქშოფში „Microplastics Pollution From Ports And Shipping Activities: Mitigation Strategies”.
ვორქშოფს ავსტრალიის საზღვაო კოლეჯის, საზღვაო და ანტარქტიდის კვლევების ინსტიტუტის , ბომბეის ფარმაციის კოლეჯისა და მუმბაის უნივერსიტეტის მკვლევარები უწევდნენ ფასილიტაციას.
ვორქშოფში მონაწილეობა 48 წარმომადგენელმა მიიღო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
