პრაქტიკული სახელმძღვანელოს შექმნა: გამოყენებითი ფსიქოლოგია მეზღვაურებისთვის

კვლევითი პროექტი

სათაური: “პრაქტიკული სახელმძღვანელოს შექმნა "გამოყენებითი ფსიქოლოგია მეზღვაურებისთვის"

კვლევითი პროექტის ნომერი: 20220102.

პროექტის ხანგრძლივობა: 1 მაისი 2022 - 31 მაისი 2023.

დაფინანსების წყარო: პროექტი დაფინანსებულია საზღვაო უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციის (IAMU) მიერ.

პროექტის გუნდი: კოორდინატორი - ბნსუ-ს ასოცირებული პროფესორი გიორგი გაბედავა; წევრები: ბნსუ-ს პროფესორი ნათია მიქელთაძე; ბნსუ-ს ასისტენტ-პროფესორი ლევან დავითაძე; ნევროლოგი - ალექს მინდაძე; ლუბლიანას უნივერსიტეტის პროფესორი - მატია სვეტინა; დალიანის საზღვაო უნივერსიტეტის ასისტენტ- პროფესორი - იან ჩუანიან; დალიანის საზღვაო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი -  ივან ჯიუნი.

პროექტის მიზანი: პროექტის მიზანია სასწავლო კურსის შესაბამისი სრულყოფილი ლექციების კრებულის ან/და სახელმძღვანელოს გამოცემა, რომელიც, სხვა თეორიულ მასალასთან ერთად, სასურველია შეიცავდეს პრაქტიკულ კითხვარებს ფსიქოლოგიური მდგომარეობის თვითშეფასებისათვის და პრაქტიკულ სავარჯიშოებს ფსიქოლოგიური მდგომარეობის დასასტაბილურებლად.