ხელოვნური ინტელექტის გამოყენება საზღვაო გადაზიდვებში: ეფექტურობის, უსაფრთხოებისა და მდგრადობის გაზრდა
საგრანტო კვლევითი პროექტი ხორციელდება ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის შიდა საგრანტო დაფინანსებით.
პროექტის ხელმძღვანელი: ბნსუ-ს ასოცირებული პროფესორი გიორგი გაბედავა
პროექტში მონაწილეობს მკვლევართა ჯგუფი:
ნინო ჭილაია
თეონა ხაბეიშვილი
პელინ ბოლატი
გიორგი მგელაძე (სტუდენტი)
კვლევის მიზანია გამოიკვლიოს ხელოვნური ინტელექტის (AI) სარგებელი საზღვაო გადაზიდვებში, ფოკუსირებულია იმაზე, თუ როგორ შეუძლია ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებმა გაზარდოს ოპერატიული ეფექტურობა, უსაფრთხოება და მდგრადობა.
საგრანტო კვლევითი პროექტის ბიუჯეტი: 20,000 ლარი.
პროექტის ხანგრძლივობა: 2 წელი.
შავი ზღვის სანაპირო ზონის მდგრადი განვითარების მხარდაჭერა კონკურენტული უპირატესობის ჭრილში
საგრანტო კვლევითი პროექტი ხორციელდება ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის შიდა საგრანტო დაფინანსებით.
პროექტის ხელმძღვანელი: ბნსუ-ს პროფესორი ქეთევან გოლეთიანი
პროექტში მონაწილეობს მკვლევართა ჯგუფი:
თენგიზ აფხაზავა
გიორგი აბაშიძე
ბადრი გეჩბაია
გელა მამულაძე
ნინო დარჩიაშვილი (სტუდენტი)
ლევან წულუკიძე (სტუდენტი)
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზონის მდგრადი განვითარების მხარდაჭერას მისი კონკურენტული უპირატესობების გამოყენებითა და საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზონაში მდგრადი განვითარების ხელშემწყობი სტრატეგიების შემუშავებას. ეს გულისხმობს გარემოსდაცვითი მდგრადობის გაძლიერებას, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას და სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესებას.
საგრანტო კვლევითი პროექტის ბიუჯეტი: 19,900 ლარი.
პროექტის ხანგრძლივობა: 2 წელი.
