ERASMUS + CBHE პროექტი

ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი (ბნუ) არის ERASMUS+ Capacity Building-is პროექტის “დუალური განათლების განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში უმაღლეს განათლებაში (DUGEOR” კონსორციუმის წევრი.

პროექტის მიზანია:

  • დუალური განათლების დანერგვა საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში;
  • დუალური განათლების საშუალებით სტუდენტებისთვის მეტი შესაბამისი ცოდნისა და უნარების ათვისების შესაძლებლობა;
  • საქართველოს საკანონმდებლო ბაზისა და აკრედიტაციის სტანდარტების დახვეწა დუალურ განათლებასთან ადაპტაციის მიზნით;
  • დუალური განათლების ზოგადი მოდელის შემუშავება (DUGEOR მოდელი) საქართველოში სხვადასხვა საჭიროებებისა და ინტერესების მხარდასაჭერად სტუდენტებისთვი, კომპანიებისთვის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის (უსდ) და უმაღლეს სასწავლებლებისთვის რეკომენდაციების მიწოდებას დუალური განათლების განსახორციელებლად.

პროექტის კონსორციუმი 16 წევრისგან შედგება, მათ შორის:

  • 4 უცხოური უნივერსიტეტი (UNIVERZITET U NOVOM SADU; UNIVERZITET PRIVREDNA AKADEMIJA U NOVOM SADU - სერბეთი; FH JOANNEUM GESELLSCHAFT MBH - ავსტრია; DUALE HOCHSCHULE BADEN-WURTTEMBERG - გერმანია)
  • 5 ქართული უნივერსიტეტი - GEORGIAN INSTITUTE OF PUBLIC AFFAIR FOUNDATION; BATUMI NAVIGATION UNIVERSITY; IAKOB GOGEBASHVILI TELAVI STATE UNIVERSITY; BATUMI STATE MARITIME ACADEMY; GEORGIAN TECHNICAL UNIVERSITY.
  • 5 პარტნიორი ორგანიზაცია - VENGO GROUP; INTERLOGGEORGIA; SHUMI WINERY; WILHEMSEN SHIPS SERVICE; LEPL NATIONAL FORESTRY AGENCY.

კონსორციუმის წევრია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ ERASMUS+ Capacity Building პროგრამის ფარგლებში.

აღნიშნული პროექტის 2023 წლის 1 იანვარს დაიწყო 2026 წლის 31 დეკემბერს დასრულდება.

პროექტის ვებგვერდი: https://dugeor.ge