Erasmus + გაცვლითი პროგრამის მიმოხილვა

Erasmus+ არის ევროკავშირის საგრანტო პროგრამა, რომელიც ახორციელებს პროექტებს განათლების, ტრეინინგის, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით.

Erasmus+ პროგრამის მიზანია განათლების მოდერნიზება, ცოდნისა და დასაქმების დონის ამაღლება, ასევე, ტრეინინგები და ახალგაზრდებთან მუშაობა.

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი ახორციელებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ გაცვლითპროგრამებს ,,Erasmus+“-ის ფარგლებში, რაც გულისხმობს ინდივიდუალურ მობილობებს პარტნიორუნივერსიტეტებში:

სტუდენტთა მობილობა - ბაკალავრიატის და მაგისტრატურისა საფეხურის სტუდენტთა გაცვლა 1 ან 2 სემესტრითკრედიტების დაგროვებით (credit mobility).

პერსონალის მობილობა - სწავლების მიზნით: ამ აქტივობის ფარგლებში უნივერსიტეტის აკადემიურპერსონალს საშუალება ეძლევა ასწავლოს პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ტრენინგისმიზნით: აღნიშნული აქტივობის მიზანია უნივერსიტეტის თანამშრომელთა პროფესიული განვითარებისხელშეწყობა პარტნიორ უნივერსიტეტში ტრენინგის (კონფერენციების გარდა) ან სამუშაოზე დაკვირვების (job shadowing) შესაძლებლობების შექმნით.