კრედიტების აღიარება

ბნუ-ში კრედიტების აღიარება ხორციელდება შიდა მარეგულირებელი დოკუმენტაციის საფუძველზე. 

კრედიტების აღიარება გულისხმობს შესაბამისობის დადგენას სტუდენტის მიერ სხვა უნივერსიტეტში ან სხვა პროგრამის ფარგლებში გავლილ კურსებსა და ახალ პროგრამას შორის. 

თუ შესწავლილი კურსები შესაბამისია, ისინი ითვლება ახალი პროგრამის კურსებად, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს არ მოუწევს იმავე ან მსგავსი კურსის ხელახლა გავლა.

იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული სასწავლო კურსი არ არის გათვალისწინებული სტუდენტსი ახალი საგანმანათლებლო პროგრამით, მათი აღიარება შესაძლოა მოხდეს ახალი საგანმანათლებლო პროგრამის თავისუფალი კრედიტების ფარგლებში. 

კრედიტების აღიარების სისტემა ხელს უწყობს, რომ სტუდენტებს შეინარჩუნონ აკადემიური მიღწევები და გააგრძელონ სწავლა ახალი პირობების გათვალისწინებით.