შიდა მობილობა

შიდა მობილობის უფლება აქვს სტუდენტს, რომელიც შესაბამისი წესით ჩაირიცხა და სწავლობს ბნუ-ს საგანმანათლებლო პროგრამაზე. 

შიდა მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს უმაღლესი განათლების ერთი საფეხურის ფარგლებში. შიდა მობილობა ცხადდება წელიწადში ორჯერ, რომლის ვადებიც განისაზღვრება რექტორის ბრძანების საფუძველზე.

შიდა მობილობის მსურველმა პირმა, განცხადებით უნდა მიმართოს დეკანატს. შიდა მობილობის განხორციელების პროცესში უნდა შემოწმდეს სტუდენტის მონაცემების შესაბამისობა მიმღები საგანმანათლებლო პროგრამის ჩარიცხვის წინაპირობებთან.