მიღება

 

ბნუ-ში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში, დასაშვებია:

  • უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება, ან უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის (გარდა იმ პირებისა, რომლებიც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეები არიან), რომლებმაც საქართველოში მიიღეს  სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება საქართველოს მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო პროგრამების მიხედვით;
  • საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი განათლება ან მისი ეკვივალენტური განათლება და რომლებიც სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელს სწავლობდნენ უცხო ქვეყანაში;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
  • საქართველოს მოქალაქეებისთვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (გარდა დისტანციური ფორმით გავლილი იმ პროგრამისა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ არის საქართველოში აღიარებული).
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
  • შევსებული აპლიკაციის ფორმა;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის/ID ბარათის) დედანი და ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქე - პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის დედანი). არასრულწლოვნის შემთხვევაში - დაბადების მოწმობის დედანი და ასლი (დამოწმებული ნოტარიული წესით);
  • 4 ფოტოსურათი 3x4 და ელ.ვერსია (CD/DVD დისკზე);
  • ბაკალავრიატი - სრული ზოგადი ან მასთან გათანაბრებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი, მათ შორის ნიშნების ფურცელი; უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების მიღების შემთხვევაში - განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის და ნიშების ფურცლის სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და განათლების აღიარების დოკუმენტი (ასლები);
  • ინგლისური ენის პროგრამაზე მიღების წინაპირობით განსაზღვრულ დონეზე ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი/სხვა; ბნუ აპლიკანტებს სთავაზობს ჩააბარონ ინგლისური ენის გამოცდა, თუ მათ აქვთ ინგლისური ენის საჭირო ცოდნა, მაგრამ არ აქვთ საერთაშორისო ენის სერტიფიკატი. 
  • საზღვაო დარგის საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში - სამედიცინო შემოწმების ფორმა #100/ა (დედანი), გაცემული უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულების მიერ (მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი "საგიტარიუსი").

საბუთები აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს ბნუ-ს კანცელარიაში ან გააგზავნოს ბნუ-ს უცხოენოვანი განათლების დეპარტამენტში შემდეგ ელ. ფოსტაზე: admissions@bnu.edu.ge,  რის შემდეგაც დეპარტამენტი მიღებულ საბუთებს აგზავნის ბნსუ-ს  კანცელარიაში და ხდება განაცხადის დარეგისტირება.

განაცხადის რეგისტრაციის შემდეგ, აპლიკანტს ჩაუტარდება ონლაინ გასაუბრება, რომლსაც ატარებს ბნუ-ს ენების შემსწავლელი სკოლის და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენელები.

ინტერვიუს წარმატებით დასრულების შემთხვევაში, გაიცემა პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ თანხმობის წერილი. კანდიდატის ინფორმირებას მისი აპლიკაციის წარმატების/წარუმატებლობის შესახებ ახორციელებს უცხოენოვანი განათლების დეპარტამენტი ელ. ფოსტის საშუალებით.

აღსანიშნავია, რომ ბნუ-ში ჩარიცხვის თანხმობის წერილის მიღება არ ნიშნავს გარანტირებულ ადგილს პროგრამაში.

სწავლის მსურველმა, უნდა მოახდინოს უცხოეთში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების აღიარება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (www.eqe.ge ელ-ფოსტა: info@nea.ge). 

ყველა დოკუმენტი უნდა ითარგმნოს ქართულ ენაზე და დადასტურდეს ნოტარიულად. არასრული დოკუმენტაციის შემთხვევაში საბუთები არ მიიღება განსახილველად. 

 

ვიზა და ბინადრობის ნებართვა

საქართველოში ჩამოსვლამდე, აუცილებელია, სტუდენტმა მიიღოს შესაბამისი კატეგორიის ვიზა, რისთვისაც საჭიროა მიმართოს მისი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ საქართველოს დიპლომატიურ ან საკონსულო დაწესებულებას. ვიზის მიღებასთან დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ ეწვიოთ: https://www.geoconsul.gov.ge/ka

მოქალაქეები, რომლებიც სარგებლობენ უვიზო მიმოსვლით, ბინადრობის ნებართვის  მისაღებად უნდა მიმართონ იუსტიციის სახლს: https://psh.gov.ge

სააპლიკაციო პროცესთან და აპლიკანტთა მხარდაჭერასთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ბნუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს international@bnu.edu.ge