ბნუ-ს კურსდამთავრებულთა კლუბი არის ,,ბათუმის საზღვაო კოლეჯის - მეზღვაურთა სკოლისა“ და ,,ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის“ კურსდამთავრებულთა გაერთიანება.
დღეისათვის კურსდამთავრებულთა კლუბი მოიცავს 80 წევრს; კლუბის თავმჯდომარეა ბნუ-ს საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის კურსდამთავრებული (2013-17) მიხეილ ფურცხვანიძე.
კლუბის მიზანია კურსდამთავრებულთა ჩართვა კმაყოფილების კვლევის, უნივერსიტეტის შეფასების, ახალი საგანმანათლებლო პროგრამების განხილვისა და ბნუ-ს სწორი განვითარებისათვის აუცილებელ სხვადასხვა პროცესებში.
კურსდამთავრებულთა კლუბის წევრები იკრიბებიან ბნუ-ში წელიწადში ერთხელ, მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში.
