ინსტრუქცია:
- წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკი, რომელიც შემუშავებულია სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ, მოწმდება სასწავლებლის მიერ;
- სტუდენტს / კადეტს შეუძლია თავად ჩამოტვირთოს და ამობეჭდოს აღნიშნული წიგნაკი;
- ამობეჭდილი წიგნაკი უნდა აიკინძოს;
- აკინძული წიგნაკი აუცილებლად უნდა აღირიცხოს სასწავლებელში უნიკალური რეგისტრაციის ნომრით;
- აუცილებლად უნდა დამოწმდეს სასწავლებლის პრაქტიკის ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერით და ბნუ-ს რექტორის ბეჭდით.
