ბნუ სპორტი და მუსიკა

ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს შესაძლებლობას, სასწავლო პროცესთან ერთად აქტიურად ჩაერთონ სპორტულ და შემოქმედებით საქმიანობაში, განივითარონ საკუთარი ინტერესები და უნარები და გახდნენ საუნივერსიტეტო ცხოვრების აქტიური მონაწილეები.

სპორტული სექციები

ბნუ-ში სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია სხვადასხვა სპორტული სექცია, რომლებიც ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, ფიზიკური აქტივობის წახალისებასა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას.

უნივერსიტეტში მოქმედებს შემდეგი სპორტული სექციები:

  • მინი-ფეხბურთის (ფუტსალის) სექცია - სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ გუნდურ თამაშებში, დახვეწონ სპორტული უნარები და განივითარონ თანამშრომლობისა და გუნდური სულისკვეთების უნარი.
  • ფრენბურთის სექცია - ხელს უწყობს ფიზიკური აქტივობის, კოორდინაციისა და გუნდური მუშაობის განვითარებას.
  • კალათბურთის სექცია - სტუდენტებს სთავაზობს სპორტული უნარების გაუმჯობესებისა და გუნდურ აქტივობებში მონაწილეობის შესაძლებლობას.
  • მაგიდის ჩოგბურთის სექცია - ხელს უწყობს რეაქციის სისწრაფის, კონცენტრაციისა და კოორდინაციის განვითარებას.
  • ჭადრაკის სექცია - სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, განივითარონ ლოგიკური და სტრატეგიული აზროვნება, კონცენტრაცია და გადაწყვეტილების მიღების უნარი.

ხელოვნების სტუდია და მუსიკალური ბენდი

ბნუ-ში ფუნქციონირებს ხელოვნების სტუდია, რომელიც აღჭურვილია მუსიკალური ინსტრუმენტებითა და შესაბამისი აპარატურით. სტუდია სტუდენტებისთვის შემოქმედებითი თვითგამოხატვის, მუსიკალური ინტერესების განვითარებისა და თანამოაზრეებთან ერთად საინტერესო პროექტებზე მუშაობის სივრცეა.

უნივერსიტეტს ჰყავს საკუთარი მუსიკალური ბენდიც, რომელშიც ჩართვა ყველა დაინტერესებულ სტუდენტს შეუძლია. მუსიკის მოყვარულებს შესაძლებლობა აქვთ, გამოავლინონ საკუთარი ნიჭი, განივითარონ მუსიკალური უნარები და მონაწილეობა მიიღონ საუნივერსიტეტო ღონისძიებებსა და შემოქმედებით აქტივობებში.

ბნუ-ში თითოეულ სტუდენტს შეუძლია იპოვოს საკუთარი ინტერესების შესაბამისი მიმართულება, გამოსცადოს ახალი შესაძლებლობები, შეიძინოს მეგობრები და გაამრავალფეროვნოს სტუდენტური ცხოვრება.