ბნუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური წარმოადგენს ბნუ-ს მართვის ერთ-ერთ ორგანოს (სუბიექტს), რომელიც იქმნება ბნუ-ში ხარისხის უზრუნველყოფის საუნივერსიტეტო პოლიტიკის, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებისა და პროცედურების, სწავლებისა და კვლევის შეფასების წესის შემუშავების, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების, სტუდენტთა, პროფესიულ სტუდენტთა და მსმენელთა განათლების და სასწავლო პროცესის ხარისხის სისტემატური შეფასების და სრულყოფის მიზნით და უზრუნველყოფს ბნუ-ში განათლების ხარისხის დანერგვას, მოქმედებას და სრულყოფის ორგანიზებას, საქართველოში მოქმედ და საერთაშორისო სტანდარტებთან ბნუ-ს საგანმანათლებლო საქმიანობის და განათლების ხარისხის შესაბამისობას.
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მოქმედებს საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, განათლების სფეროში საქართველოში მოქმედი და საერთაშორისო სტანდარტების, ხარისხის მართვის სისტემის ISO საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად.
- ასმათ დიასამიძე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი;
- ოთარ ცინცაძე - ხარისხის მენეჯერი (ISO);
- ირმა ტუნაძე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი;
- ია ვერულიძე - პროფესიული განათლების დეპარტამენტის ხარისხის სპეციალისტი;
- ქეთევან ბაუჟაძე - პროფესიული განათლების დეპარტამენტის ხარისხის სპეციალისტი;
- ეკატერინე ჩიქოვანი - საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრის ხარისხის მთავარი სპეციალისტი.
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულება
ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკა
