აკადემიური საბჭო არის ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო წარმომადგენლობითი და რექტორის სათათბირო ორგანო, შექმნილია ბნუ-ს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის სწორად და ეფექტურად წარმართვის მიზნით, ხელს უწყობს ბნუ-ს ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციას, საქართველოს და უცხოეთის საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით და სხვა დაწესებულებებთან თანამშრომლობას, თანამედროვე მოთხოვნების და სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას, სასწავლო პროცესისა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხარისხის უზრუნველყოფას, ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, განათლების სფეროში არსებული ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტებით, მოქმედებს ბნსუ-ს შინაგანაწესის, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების და სხვა მარეგულირებელი დებულებების/წესების დაცვით და რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის-კანცლერის ინდივიდუალური აქტების გათვალისწინებით, ასრულებს წინამდებარე და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მარეგულირებელი დებულებებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს და სხვ.
საბჭოს წევრები:
- პარმენ ხვედელიძე - საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი, პროფესორი
- ეკატერინე ჩიქოვანი - საბჭოს მდივანი, ასოცირებული პროფესორი, ბიზნესისა და ლოგისტიკის ფაკულტეტი
- ნინო ბერიძე - ასოცირებული პროფესორი, საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტი
- ეკატერინე გვარიშვილი - ასოცირებული პროფესორი, საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტი
- ეკატერინე ჩიქოვანი - ასოცირებული პროფესორი, ბიზნესისა და ლოგისტიკის ფაკულტეტი
- იმედა პაქსაძე - ასისტენტ-პროფესორი, ბიზნესისა და ლოგისტიკის ფაკულტეტი
- ნიკა წულუკიძე - სტუდენტი, საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტი
- ანა კეკელიძე - სტუდენტი, ბიზნესისა და ლოგისტიკის ფაკულტეტი
