ავტორები: პარმენ ხვედელიძე, პროფესორი; ელიდა ხვედელიძე, ასოცირებული პროფესორი; გიორგი გაბედავა, პროფესორი
მონოგრაფია აერთიანებს ბათუმი ნავიგაციის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მიერ ბოლო წლებში განხორციელებული კვლევების შედეგებს და მოიცავს საზღვაო ტრანსპორტის, საზღვაო მენეჯმენტის, ლოგისტიკის, მომარაგების ჯაჭვის, ტრანსპორტის ორგანიზებისა და მართვის, საზღვაო ურთიერთობების, შავი ზღვის აუზის სატრანსპორტო-ლოგისტიკური თავისებურებების, ასევე საზღვაო ბიზნესში, ფინანსებში, ტრანსპორტსა და მენეჯმენტში თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვის საკითხებს.
ნაშრომში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საზღვაო სფეროს თანამედროვე გამოწვევებსა და მათი გადაჭრის შესაძლო გზებს. გამოცემა წარმოადგენს ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის პროფესორების მიერ სხვადასხვა მიმართულებით ჩატარებული სამეცნიერო კვლევების ერთგვარ შეჯამებას და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საზღვაო მეცნიერებების, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროების განვითარებაში.
