მონოგრაფია: საზღვაო პორტების კონკურენტუნარიანობა და დარგობრივი ინფრასტრუქტურის ტრანსფორმაციის თანამედროვე სტრატეგიები

სათაური: საზღვაო პორტების კონკურენტუნარიანობა და დარგობრივი ინფრასტრუქტურის ტრანსფორმაციის თანამედროვე სტრატეგიები 

ავტორი: ლევან გვარიშვილი, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი

ნაშრომში შესწავლილია და გამოკვლეულია საქართველოსა და შავი ზღვის საკონტეინერო გადაზიდვების ბაზარი და ტერმინალების ტვირთბრუნვა. მოცემული დასკვნები და რეკომენდაციები დიდ დახმარებას გაუწევს აღნიშნულ პრობლემატიკაზე მომუშავე სპეციალისტებს. კვლევის მასალების ნაწილის გამოყენება შესაძლებელი იქნება შესაბამისი მიმართულების სასწავლო კურსებში, ასევე ნაშრომის ძირითადი დებულებები დახმარებას გაუწევს მაგისტრანტებს სამაგისტრო ნაშრომების, ხოლო დოქტორანტებს სადოქტორო ნაშრომების მომზადების პროცესში. იგი აგრეთვე განკუთვნილია მკითხველთა იმ წრისათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მონოგრაფიაში წარმოდგენილი პრობლემატიკით.