მონოგრაფია: მომხმარებელზე ორიენტირებული ლოგისტიკური მოდელები თანამედროვე ბიზნესში

სათაური: Customer-Centric Logistics Models in Modern Business / მომხმარებელზე ორიენტირებული ლოგისტიკური მოდელები თანამედროვე ბიზნესში 

ავტორები: ქეთევან გოლეთიანი, პროფესორი, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ლოგისტიკის ფაკულტეტის დეკანი; ბადრი გეჩბაია, პროფესორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწიფო უნივერსიტეტი

თანამედროვე ბიზნეს გარემოში, ლოგისტიკის მენეჯმენტისადმი მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს. ეს მონოგრაფია სისტემატურად განიხილავს და აანალიზებს ლოგისტიკურ მოდელებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მომხმარებლის საჭიროებების მაქსიმალურ დაკმაყოფილებას.

კვლევის ფარგლებში ჩატარდა მასშტაბური ბიბლიოგრაფიული კვლევა, რომელიც მოიცავს ქართულ და უცხოურ სამეცნიერო ლიტერატურას, ასევე რაოდენობრივ კვლევას, რომელიც დაფუძნებულია ქართული ბიზნეს ორგანიზაციების პრაქტიკულ გამოცდილებაზე. გამოკვლეულ იქნა მიწოდების ჯაჭვის მართვის თანამედროვე ტენდენციები, მომხმარებელთა მომსახურების ოპტიმიზაციის მეთოდები და ციფრული ტრანსფორმაციის როლი ლოგისტიკურ პროცესებში.

მონოგრაფია განკუთვნილია ლოგისტიკისა და მიწოდების ჯაჭვის მართვის სპეციალისტებისთვის, ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტებისა და მაგისტრანტებისთვის, კომპანიების ოპერაციული მენეჯერებისთვის, ასევე ყველა დაინტერესებული პირისთვის, ვინც აპირებს თანამედროვე ლოგისტიკური სისტემების დანერგვას და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების განვითარებას.