ჩამომსვლელი აკადემიური / ადმინისტრაციული პერსონალი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტში.

ბნუ-ში მობილობის განმავლობაში გთავაზობთ შესანიშნავ გარემოს პროფესიული გამოცდილების მისაღებად.

მობილობის შემდეგ, ბნუ აპლიკანტს გადასცემს დასწრების სერტიფიკატს.

სასწავლო პროგრამები, რომელთაც სწავლებაც შეგიძლიათ ბნუ-ში:

  • საზღვაო ნავიგაცია (ბაკალავრი);
  • გემის მექნიკა (ბაკალავრი);
  • ლოგისტიკა (ბაკალავრი);
  • სატრანსპორტო ლოგისტიკა (მაგისტრატურა);

ძირითადი მოთხოვნები

Erasmus + პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ჩამომსვლელი პერსონალი უნდა იყოს:

  • აკადემიური პერსონალის, რომელსაც აქვს ლექციების ჩატარების გამოცდილება;
  • ნომინირებული საკუთარი უნივერსიტეტის მიერ (აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი);

როგორ დავრეგისტრირდე?

ყველა კანდიდატი უნდა იყოს ნომინირებული საკუთარი უნივერსიტეტის მიერ, მათი წარდგენის შემდეგ, ბნუ-ს მიერ მოხდება ყველა ნომინანტთან დაკავშირება დამატებითი დეტალების მიზნით.

წარსადგენი დოკუმენტაცია:

  • ნომინაციის წერილი საკუთარი უნივერსიტეტიდან;
  • საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • მობილობის შევსებული ფორმა;
  • CV - EUROPASS CV-ის ფორმა;

ყველა დოკუმენტი უნდა წარედგინოს ბნსუ– საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს შემდეგ ელ.ფოსტაზე: erasmusplus@bntu.edu.ge 

შენიშვნა: ნებისმიერი კანდიდატი უნდა იყოს ნომინირებული თავისი უნივერსიტეტის ERASMUS + კოორდინატორის მეშვეობით.