წამსვლელი სტუდენტები

„Erasmus+" ICM მობილობის პროგრამის ფარგლებში, საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა შეუძლია იმ სტუდენტს, რომელიც ირიცხება ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურებზე და დააკმაყოფილებს ამ პროგრამაში მონაწილეობისთვის დადგენილ მოთხოვნებს.

მონაწილეობის პირობები

  • სტუდენტებს უნდა ქონდეთ ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატი (IELTS- 6.0; TOEFL-78) ან ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული ინგლისური ენის ინსტიტუციონალური გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა;
  • ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებს წარმატებით უნდა ჰქონდეთ დამთავრებული პირველი აკადემიური წელი ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტში;
  • ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდნტები არ უნდა იყვნენ დამამთვრევრებელ სემესტრში;

პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ:

  • ბაკალავრიატის II, III ან IV კურსის პირველი სემესტრის სტუდენტებს;
  • მაგისტრატურის II კურსის სტუდენტებს;

პროგრამაში მონაწილეობა არ შეუძლია:

  • სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ “F” შეფასება ნიშნების ფურცელში;
  • სტუდენტებს, რომლებსაც ერიცხებათ ფინანსური დავალიანება ბნუ-ში;
  • არ აკმაყოფილებენ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის ჩარჩო ხელშეკრულებითა და ბნუ-ს სტრატეგიული განვითარების გეგმითა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის დებულებით დადგენილ მოთხოვნებს;
  • მათ, ვისაც უკვე მიღებული აქვთ “Erasmus Mundus”-ისან “Erasmus+”-ის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე;

საჭირო დოკუმენტაცია

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის აქტიურმა სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:

  • საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა; (BNTU-APPLICATION)
  • CV ევროპასის ფორმით (იხილეთ CV-ის ფრომა ბმულზე:EUROPASS CV - Template)
  • უცხო ენის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატი (IELTS; TOEFL ან ბნუ-ს მიერ ჩატარებული ინგლისური ენის ინსტიტუციონალური გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა);
  • ნიშნების ფურცელი;
  • სამოტივაციო წერილი (როგორ დავწეროთ სამოტივაციო წერილი - ინგლისური ვერსია (https://shorturl.at/GUhSR);
  • 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან;
  • ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემ(ებ)ის დამადასტურებელი ცნობა (ფორმა 100)

 შერჩევის პროცედურა

  • წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს ბნუ-ს საკონკურსო კომისია და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური;
  • საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მიერ მოხდება შერჩეული კანდიდატების ნომინირება;
  • შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის/დოკუმენტების მიწოდებას მიმღები უნივერსიტეტისათვის უზრუნველყოფს ბნუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური;
  • სტუდენტების საბოლო შერჩევა მოხდება მიმღები უნივერსიტეტის მიერ;
  • მიმღებ უნივერსიტეტს უფლება აქვს ნომინირებულ სტუდნეტს მოსთხოვოს დამატებით შიდა კონკურსში მონაწილოების მიღება;

დაფინანსება
პროგრამა სრულად აფინანსებს მონაწილის სწავლის, ცხოვრებისა და მგზავრობის ხარჯებს. ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა განისაზღვრება მიმღები ქვეყნის შესაბამისად: იხილეთ ERASMUS+ სახელმძღვანელო - https://shorturl.at/aL56G

მგზავრობის ხარჯის ანაზღაურება ხდება მშობლიურ და მასპინძელ ქალაქებს შორის არსებული მანძილის შესაბამ მანძილის გამოსათვლელად გამოიყენეთ გამომთვლელი:https://shorturl.at/2wWGT

შენიშვნა: აღნიშნული სტიპენდიის და მგზავრობის ლიმიტები შეიძლება შეიცვალოს კონკრეტული უნივერსიტეტის ეროვნული რეგულაციების მოთხოვნებიდან გამომდინარე.