ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის (ბნუ) აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალს შეუძლია მობილობით ისარგებლოს უცხოურ უნივერსიტეტში, ერთი კვირიდან მაქსიმუმ 2 თვის განმავლობაში. მობილობის ხანგრძლივობა განისაზღვრება კონკრეტული პარტნიორი უნივერსიტეტის მიერ.
აღნიშნული აქტივობის მიზანია უნივერსიტეტის თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა პარტნიორ უნივერსიტეტში, ტრენინგის (კონფერენციების გარდა) ან სამუშაოზე დაკვირვების (job shadowing) შესაძლებლობების შექმნით.
მონაწილეობის პირობები
- ბნუ-საკადემიურ ერსონალს, რომელთაც აქვთ ინგლისურ ენაზე სალექციო კურსის წაკითხვის გამოცდილება და ინგლისური ენის კომპეტენცია.
- ბნუ-ს ადმინისტრაციულ პერსონალს, რომელებიც ფლობენ ინგლისურ ენაზე.
- აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალს, რომელიც კონკურსის მიმდინარეობისას ბნუ-ს თანამშრომელია აქვს უფლება მიიღოს კონკურსში.
საჭირო დოკუმენტაცია ადმინისტრაციული /აკადემიური პერსონალი
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა აკადემიურმა / ადმინისტრაციულმა პერსონალმა შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ინგლისურ ენაზე:
- საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
- CV ევროპასის ფორმით (იხილეთ CV-ის ფრომა ბმულზე:EUROPASS CV - Template
- 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან (აკადემიური პერსონალის შემთხვევაში);
- ცნობა უნივერსიტეტში დასაქმების შესახებ (ინგლისურ ენაზე);
კონკურსში შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ აპლიკანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის, ერაზმუს+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.
შერჩევის პროცედურა
- წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს ბნუ-ს კომისია და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური;
- ზემოთ აღნიშნული სამსახურის მიერ მოხდება შერჩეული კანდიდატების ნომინირება;
- შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის/დოკუმენტების მიწოდება მოხდება მიმღები უნივერსიტეტისათვის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მიერ;
- აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის საბოლო შერჩევა მოხდება მიმღები უნივერსიტეტის მიერ.
დაფინანსება
პროგრამა სრულად აფინანსებს მონაწილის სწავლის, ცხოვრებისა და მგზავრობის ხარჯებს. სტიპენდიის ოდენობა განისაზღვრება მიმღები ქვეყნის შესაბამისად: იხილეთ ERASMUS+ სახელმძღვანელო - https://shorturl.at/aL56G
მგზავრობის ხარჯის ანაზღაურება ხდება მშობლიურ და მასპინძელ ქალაქებს შორის არსებული მანძილის შესაბამისი მანძილის გამოსათვლელად გამოიყენეთ გამომთვლელი:https://shorturl.at/2wWGT
შენიშვნა: აღნიშნული სტიპენდიის და მგზავრობის ლიმიტები შეიძლება შეიცვალოს კონკრეტული უნივერსიტეტის ეროვნული რეგულაციების მოთხოვნებიდან გამომდინარე.
