მობილობა

მობილობის გამოცხადების შემდეგომ, მობილობის მსურველი პირები უნდა დარეგისტრირდნენ ელექტრონულ პორტალზე www.students.emis.ge

ბნუ-ში საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტი, რომელმაც სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნებული დადებითი შედეგის საფუძველზე მოიპოვა 2024-2025 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრისათვის ბნუ-ში მობილობით სწავლის გაგრძელების უფლება, რეგისტრაციის მიზნით უნდა გამოცხადდეს ბნუ-ში და წარადგინოს განცხადება და საჭირო დოკუმენტაცია, რაც მოიცავს: 

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა/ID ბარათი) დედანი და ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქე – პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანის დედანი);
  • 4 ფოტოსურათი 3x4 და ელ. ვერსია (CD/DVD დისკზე);
  • სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებმა, საქართველოს მოქალაქეებმა - სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);
  • ბაკალავრიატი - სრული ზოგადი ან მასთან გათანაბრებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი / მაგისტრატურა (სამაგისტრო პროგრამის I ნაწილი) - არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების მიღების შემთხვევაში - განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და განათლების აღიარების დოკუმენტი (ასლები);

  • უსდ-ს მიერ გაცემული (ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული) - ამონაწერი უსდ-ში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის და სწავლების სემესტრის შესახებ;
  • ამონაწერი სტუდენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის ბრძანებიდან (არსებობის შემთხვევაში, სტატუსის შეწყვეტის ბრძანების შემთხვევაში აუცილებელია სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველის მითითება);
  • ამონაწერი სასწავლო ბარათიდან შესწავლილი სასწავლო კურსების/პროგრამის კომპონენტების, შესაბამისი კრედიტების და მიღებული შეფასებების მითითებით;
  • საზღვაო დარგის საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში - სამედიცინო შემოწმების ფორმა #100/ა (დედანი), გაცემული უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულების მიერ.
  • მხოლოდ მაგისტრანტებისათვის სამაგისტრო პროგრამაზე მობილობით გადმოსვლის მსურველები ვალდებულნი არიან დაადასტურონ ინგლისური ენის ფლობა B2 დონეზე და ჩააბარონ შიდა გამოცდა სპეციალობაში (ლოგისტიკის საფუძვლები)

საბუთების წარდგენის შემდგომ, აპლიკანტი გაივლის გამოცდას ინგლისურ ენაში და სპეციალობაში.