აკადემიური/ადმინისტრაციული რეგისტრაცია

აკადემიური და ადმინისტრაციული რეგისტრაცია სავალდებულოა ბნუ-ს ყველა სტუდენტისთვის. რეგისტრაცია ყოველი სასწავლო წლის/სემესტრის დაწყებამდე ხორციელდება. 

ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლა გულისხმობს, სტუდენტის მიერ სწავლის საფასურის გადახდას, მასთან გაფორმებული ხელშეკრულების გრაფიკის შესაბამისად. ადმინისტრაციული რეგისტრაციის გარეშე სტუდენტი აკადემიურ რეგისტრაციას ვერ გაივლის. 

აკადემიური რეგისტრაციის დროს სტუდენტი ირჩევს მისთვის სასურველ სასწავლო კურსებს ბნუ-ს სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული პორტალის მეშვეობით: students.bnu.edu.ge

რეგისტრაციასთან დაკავშირებით ინფორმაციისა და კონსულტაციისთვის მიმართეთ სტუდენტთა რეგისტრაციის, გამოცდების, შეფასებისა და მონიტორინგის სამსახურს: II სართული, ოთახი N218