GPA

სტუდენტთა შეფასების საშუალო მაჩვენებელი (GPA) გამოიანგარიშება სტუდენტის მიერ საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სასწავლო კომპონენტში მიღებული შეფასების ნამრავლით ამავე სასწავლო კომპონენტის კრედიტზე. საგნებისა და კრედიტების ნამრავლი ჯამდება და იყოფა გავლილი სასწავლო კომპონენტის კრედიტების ჯამურ რაოდენობაზე.

გასათვალისწინებელია, რომ GPA გამოითვლება მხოლოდ იმ სასწავლო კურსებში, რომლებშიც სტუდენტმა დადებითი შეფასება (A,B,C,D,E), ანუ GPA–ს FX და F შეფასება არ ითვლება. საშუალო მაჩვენებელი დგინდება შემდეგი სისტემით: 

  • 4 - A (91-100) 
  • 3 - B (81-90) 
  • 2 - C (71-80) 
  • 1 - D (61-70) 
  • 0.5 - E (51-60)