ბნუ-ს სტუდენტები სემესტრის განმავლობაში გადიან შუალედურ და დასკვნით გამოცდაზე. გამოცდების განრიგს ადგენს შესაბამისი დეკანატი და ამის შესახებ ინფორმაცია გადაეცემათ სტუდენტებს.
სემესტრში სტუდენტი წერს მხოლოდ ერთ შუალედურს - მაქსიმალური ქულაა 20, ხოლო დასკვნითი გამოცდის მაქსიმალური შეფასებაა 40 ქულა. დასკვნით გამოცდაზე გასვლა სავალდებულოა.
გამოცდებისთვის გამოყოფილია სემესტრის კონკრეტული პერიოდი: 2 - შუალედური გამოცდების კვირა, 2 კვირა - დასკვნითი და 2 კვირა - დამატებით გამოცდებისთვის.
Fx შეფასება ნიშნავს (41-50 ქულა), რომ სტუდენტს მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით იმავე სემესტრში დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება; Fx შეფასების შემთხვევაში დამატებითი გამოცდა დაინიშნება დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 კალენდარულ დღეში. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი შეფასება და აისახება პროგრამის კომპონენტის საბოლოო შეფასებაში.
დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასების გათვალისწინებით პროგრამის კომპონენტის საბოლოო შეფასებაში 0-50 ქულის მიღების შემთხვევაში ფორმდება შეფასება F (0 ქულა). შეფასება F ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას პროგრამის კომპონენტი ახლიდან აქვს შესასწავლი. კრედიტის მიღება შესაძლებელია მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთ-ერთი დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში.
