სტუდენტის, პროფესიული სტუდენტის და მსმენელის სტატუსი

სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის/მსმენელის სტატუსის შეჩერება გულისხმობს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბნუ–ს და სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის/მსმენელის უფლება-მოვალეობების შესრულებისგან დროებით განთავისუფლებას სტატუსის შეწყვეტის გარეშე.

სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის/მსმენელის სტატუსის შეჩერება შესაძლებელია უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში - არაუმეტეს ჯამში 5 წლის ვადით, პროფესიული პროგრამების შემთხვევაში - არაუმეტეს 5 წლის ვადით რის შემდეგ პირს შეუწყდება შესაბამისად სტუდენტის / პროფესიული სტუდენტის სტატუსი; ხოლო პროფესიული მომზადების და პროფესიული გადამზადების პროგრამის მსმენელის შემთხვევაში, მსმენელის სტატუსის შეჩერების ვადა განისაზღვრება შესაბამისი პროცედურების მომწესრიგებელი აქტით, რის შემდეგ პირს შეუწყდება მსმენელის სტატუსი.

ბნუ-ში სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია:

  • პირადი განცხადება
  • საგანმანათლებლო პროგრამის გაუქმება
  • უცხო ქვეყანაში საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა (გარდა გაცვლითი და ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწავლისა);
  • ორსულობა; მშობიარობა; ბავშვის მოვლა;  ანდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება;
  • ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობა;
  • ფინანსური დავალიანება, ფინანსური ვალდებულებების/ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა;
  • სამართლებრივი დევნის დაწყება ან სასამართლოს განაჩენის ძალაში შესვლა

ბნუ-ში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია:

  • პირადი განცხადება
  • საგანმანათლებლო პროგრამის გაუქმება;
  • უცხო ქვეყანაში საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა (გარდა გაცვლითი და ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწავლისა);
  • ორსულობა; მშობიარობა; ბავშვის მოვლა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება;
  • ფინანსური დავალიანება, ფინანსური ვალდებულებების/ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა;
  • სამართლებრივი დევნის დაწყება ან სასამართლოს განაჩენის ძალაში შესვლა,
  • მობილობის ფარგლებში სხვა სასწავლებელში გადასვლის შესახებ განცხადების დარეგისტრირება,
  • პროფესიული სტუდენტის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის კრედიტების 50%-ზე ნაკლების აუთვისებლობა პროგრამის განხორციელების ძირითად ვადებში
  • პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის საკვალიფიკაციო გამოცდაზე/განმეორებით გამოცდაზე არგამოცხადება ან არადამაკმაყოფილებელი შეფასება.

სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის/მსმენელის სტატუსის აღდგენა ხდება არაუგვიანეს სტატუსის შეჩერებისთვის დადგენილი ვადის განმავლობაში. ფინანსური დავალიანების, ფინანსური ვალდებულებების/ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო სტატუსის შეჩერების შემთხვევაში სტატუსის აღდგენისთვის აუცილებელია დარღვევის აღმოფხვრა;

ბნუ-ში სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია:

  • სტატუსის შეჩერებისთვის დადგენილი ვადის გასვლა;
  • პირადი განცხადება
  • სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელება;
  • საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის დასრულება;
  • საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შეუძლებლობა
  • სტუდენტის სტატუსთან შეუთავსებელი ქმედების განხორციელება
  • კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც გამოტანილია ისეთი ქმედების ჩადენისთვის, რომელიც წარმოადგენს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველს;
  • პირის გარდაცვალება, კანონმდებლობის შესაბამისად პირის ქმედუუნაროდ ცნობა, მოქმედი კანონმდებლობით სხვა გათვალისწინებული შემთხვევები;

ბნუ-ში პროფესიული სტუდენტის/მსმენელის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია:

  • სტატუსის შეჩერებისთვის დადგენილი ვადის გასვლა;
  • პირადი განცხადება
  • სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელება;
  • საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის დასრულება;
  • საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შეუძლებლობა
  • პროფესიული სტუდენტის/მსმენელის სტატუსთან შეუთავსებელი ქმედების განხორციელება
  • კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც გამოტანილია ისეთი ქმედების ჩადენისთვის, რომელიც წარმოადგენს პროფესიული სტუდენტის/მსმენელის სტატუსის შეწყვეტის საფუძველს;
  • პირის გარდაცვალება, კანონმდებლობის შესაბამისად პირის ქმედუუნაროდ ცნობა
  • პროფესიული სტუდენტის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის კრედიტების 50%-ის ან მეტის აუთვისებლობა პროგრამის განხორციელების ძირითად ვადებში
  • პროფესიული სტუდენტის მიერ არასაპატიო მიზეზით შუალედურ შეფასებაში მონაწილეობის მიუღებლობა, ან განმეორებით შუალედურ შეფასებაზე გამოუცხადებლობა, მოქმედი კანონმდებლობით სხვა გათვალისწინებული შემთხვევები

სტატუსის აღდგენა

სტუ­­დენ­ტის/პროფესიული სტუდენტის/მსმენელის სტა­ტუსის აღდგენა ხდება არაუგვიანეს სტატუსის შეჩერებისთვის დად­გე­ნი­ლი ვადის გან­მა­ვ­ლო­ბაში. ფი­ნა­ნ­სური დავალიანების, ფი­ნან­სური ვალ­დე­­ბულე­ბე­ბის/ხელ­შეკრულების პი­რო­ბების შეუსრულე­ბ­ლო­ბის გა­­­მო სტა­­ტუსის შე­ჩე­­რების შემთხვევაში სტატუსის აღდგე­ნი­ს­თ­ვის აუცი­ლე­ბელია დარღვე­ვის აღმო­ფ­ხ­ვ­რა;

წინამდებარე პუნქტი არ ვრცელდება სწავლის სუბიექტებზე, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფოს მიერ სრულად დაფი­ნან­სე­­ბულ საგანმანათ­ლე­ბლო პროგრამაზე. ყველა სხვა შემთხ­ვევებში - ბნუ-ში სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის/მსმენელის სტა­ტუ­სის აღ­დგე­ნის შე­მ­თხ­ვე­­ვა­ში სტატუსის შეჩერებამდე გა­და­ხ­დი­­ლი თან­ხა ჩაითვლება სტატუსის აღდგენის შემ­დ­ეგ გა­და­სახდელ სწავ­ლის საფა­სუ­რ­­ში (მოიაზრება სტატუსის შეჩერების გადაწყვე­ტი­ლების მიღების მომენტისთვის გადახდილი სწავლის საფასურიდან უკვე გასული სასწავლო პერიო­დის საფასურის გამოკ­ლების შედეგად მიღებული თანხა);

სტატუსის აღდგენის მიზნით სწავლის სუბიექტმა განცხადებით უნდა მიმართოს ბნუ-ს (პროგრამის განმახორ­ციე­ლე­ბე­ლი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს). გან­ცხა­დე­ბის წარდგენა უნდა მოხდეს სემე­ს­ტ­­რის დაწყე­ბა­­მდე (ადმინისტრაციული რეგისტაციის ვა­­­დის დასრულებამდე). სტატუსშეჩერებულ სწავლის სუბიექტს, რო­­მე­ლ­მაც საპატიო მი­ზე­ზის გამო ვერ შე­ძ­ლო­ დადგე­­ნი­ლი წესის დაცვა, შეუძლია მი­მა­­­რ­თოს საგანმანათლებლო პროგრამის განმახორ­ციე­ლე­ბე­ლი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს გა­ნ­ც­ხა­დე­ბით, მიუთითოს მოქმედი წესის და­­რ­ღ­ვევის მიზეზი (გა­ნ­ც­ხა­დებას უნდა დაერ­თოს მითი­თე­­ბუ­ლი გარემოების დამა­და­ს­ტუ­რე­ბე­ლი დოკუმენტი) და ით­ხო­ვოს დადგენილისგან განსხ­ვა­ვე­ბულ ვადაში სტა­­ტუ­სის აღ­დ­გე­ნა, ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გავლა და სწავლის გაგრძელება. გან­ცხა­დე­ბა და თა­ნდართული დო­კუ­მე­ნტები უნ­­და ჩაბარ­დეს კანცელარიას ან გაიგზავნოს ბნუ-ს ოფი­­­ციალურ ელ.ფოსტაზე (სა­მუ­შაო დღეები: ორ­შა­ბა­­თი-პა­რა­სკევი, 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე).

ყველა გან­ც­ხა­დე­ბას და თან­­და­რ­თულ დოკუ­­­მენ­ტე­ბს განიხილავენ რექტორი, ად­მი­ნისტ­რა­ციის ხე­ლ­მძღვა­ნე­ლი-კანცლერი და საგანმანათლებლო პროგრამის განმახორ­ციე­ლე­ბე­ლი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. გადა­წ­ყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღე­ბა განცხა­დე­ბა­ში მი­თი­თე­ბული გა­­რემოე­ბე­ბის, ­თ­ან­დარ­თუ­­ლი დოკუ­მენ­ტების და განცხადების წარდგე­ნის თარიღის გათვა­ლი­ს­წინე­ბით. დადებითი გადწყვე­ტი­ლე­ბა შეიძლება იყოს მიღებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სემესტრის/სწავლების ციკლის/დაწყებული სწავლების დარჩენილ ვადაში შესაძლებელია (მათ შორის, ინდი­ვი­დუალური განრიგით) პროგრამის კომპონენტების შესწავლა და დადგენილი მოთხო­ვნების შესრულება. გა­და­წ­ყ­ვეტილება სწავ­ლის სუბიექტს ეც­ნო­ბა ამ შინა­გა­ნა­­წე­სით განც­ხა­დე­ბე­ბის განხილვისთვის დადგე­ნილ ვადაში;

სტუდენ­ტის/პროფესიული სტუდენტის/მსმენელის სტატუსის აღდგენა ფორმდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანებით, მონაცემები შეიტანება განათლების მართვის საინფორმაიო სისტემაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.