ბნუ-ში დანერგილია კრედიტების გადაცემისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS).
ECTS კრედიტები გამოხატავს სწავლის მოცულობას, განსაზღვრული სწავლის შედეგების და მათთან დაკავშირებული დატვირთვის საფუძველზე. 60 ECTS შეესაბამება ერთი აკადემიური წლის ან მისი ეკვივალენტი დროის მონაკვეთის შესაბამის სწავლის შედეგებს და მათთან დაკავშირებულ დატვირთვას, რაც ჩვეულებრივ შედგება რამდენიმე საგანმანათლებლო კომპონენტისგან, რომელთაც კრედიტები ენიჭებათ (სწავლის შედეგების და დატვირთვის საფუძველზე).
საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით კრედიტები ნაწილდება შემდეგნაირად:
საბაკალავრო პროგრამები
- საზღვაო ნავიგაცია: 240 ECTS
- საზღვაო ნავიგაცია ინგლისურენოვანი: 240 ECTS
- გემის მექანიკა: 240 ECTS
- გემის მექანიკა ინგლისურენოვანი: 240 ECTS
- საერთაშორისო გადაზიდვების ორგანიზაცია და მართვა: 240 ECTS
სამაგისტრო პროგრამა
- სატრანსპორტო ლოგისტიკა: 120 ECTS
