ბნუ-ს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების წლიური სწავლის საფასური:
საბაკალავრო პროგრამები
- საზღვაო ნავიგაცია: 6,150 ლარი
- საზღვაო ნავიგაცია ინგლისურენოვანი: 6,150 ლარი
- გემის მექანიკა: 6,150 ლარი
- გემის მექანიკა ინგლისურენოვანი: 6,150 ლარი
- ლოგისტიკა: 2,990 ლარი
სამაგისტრო პროგრამა
- სატრანსპორტო ლოგისტიკა: 2,990 ლარი
ფინანსური მხარდაჭერა
- იმ შემთხვევაში, თუ ერთი ოჯახიდან სასწავლებელში სწავლობს ორი ან მეტი სტუდენტი, თითოეულს ეძლევა სწავლის საფასურზე 10%-იანი ფასდაკლება, გარდა უნივერსიტეტში გარე მობილობით ჩარიცხული სტუდენტებისა.
- შპს „მახინჯაურის საზღვაო სკოლის“ კურსდამთავრებულ სტუდენტებს, სწავლის საფასური უმცირდებათ 10%-ით.
- იმ სტუდენტებს, რომლებმაც დაამთავრეს ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის უმაღლესი განათლების პირველი საფეხური (ბაკალავრიატი) და სწავლას აგრძელებენ ამავე უნივერსიტეტის უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (მაგისტრატურა), სწავლის საფასური უმცირდებათ 10%-ით.
- ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის (ბაკალავრიატი) საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტზე ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ მდედრობითი სქესის სტუდენტებს სწავლის საფასური უფინანსდებათ 100%-ით, გარდა გარე მობილობით ჩარიცხული სტუდენტებისა.
- იმ სტუდენტებს, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩამონათვალში პირველ პრიორიტეტად მიუთითეს ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი, სწავლის საფასური უმცირდებათ 10%-ით.
- განსაზღვრული საშეღავათო ტარიფების გარდა, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – კანცლერი უფლებამოსილია (საჭიროების შემთხვევაში, პარტნიორთა კრებასთან შეთანხმებით) განსაზღვროს დამატებითი საშეღავათო ტარიფების მიმღები პირები, მათ შორის უნივერსიტეტის თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები, მათი პირადი განცხადების საფუძველზე.
