კურსის აღწერა
ავტომატური იდენტიფიკაციის სისტემის (AIS) კურსი უზრუნველყოფს აუცილებელ მომზადებას AIS მოწყობილობის უსაფრთხო და ეფექტური გამოყენებისათვის მორიგე ოფიცრებისთვის. კურსი ფოკუსირებულია საზღვაო უსაფრთხოების, დაცულობისა და გარემოს დაცვის გაუმჯობესებაზე AIS სისტემის მუშაობის გაგებისა და პრაქტიკული უნარების განვითარებით.
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს შეეძლება:
- გაიგოს AIS-ის მიზნები, ფუნქციები, სარგებელი და შეზღუდვები.
- გამოიყენოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესები სისტემის უსაფრთხო გამოყენებისთვის.
- გამოიყენოს AIS დამატებით სანავიგაციო ინსტრუმენტად სიტუაციური ინფორმირებულობისა და შეჯახების თავიდან აცილებისათვის.
- გადასცეს და უპასუხოს უსაფრთხოებასა და დაცულობასთან დაკავშირებულ შეტყობინებებს.
- სწრაფად გაიცნოს გემზე არსებული AIS მოწყობილობა და მოამზადოს მისი უსაფრთხო გამოყენებისთვის ზღვაში გასვლამდე.
დაშვების წინაპირობა
კურსი განკუთვნილია კაპიტნებისთვის, უფროს თანაშემწეებისთვის, გემბანის ოფიცრებისთვის და პილოტებისთვის.
კურსზე ჩარისაცხად აუცილებელია შემდეგი დოკუმენტების ასლების წარდგენა ორიგინალთან ერთად:
- კომპეტენციის სერტიფიკატი (COC) ან განათლების დიპლომი.
- მეზღვაურის წიგნაკი, სამოქალაქო პასპორტი ან საიდენტიფიკაციო ბარათი (მოსაზღვრე მეზღვაურებისთვის).
- ვალიდური მეზღვაურის სამედიცინო ცნობა.
კურსის ხანგრძლივობა: 2 დღე
