ხელმძღვანელობა და მართვის უნარ-ჩვევები

კურსის აღწერა

პროგრამა ფარავს და მოიცავს „მეზღვაურთა მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“, ცვლილებებით საერთაშორისო კოდექსის A-II/2 და A-III/2 მოთხოვნებს. კურსი განკუთვნილია მართვის დონის მეზღვაურებისთვის.

კურსის მიზანია ლიდერობისა და მენეჯერული უნარების გამოყენების შესახებ მეზღვაურთა კომპეტენციის მინიმალურ სტანდარტებზე შესაბამისობა.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მსმენელს შეეძლება ხელმძღვანელობისა და გუნდური მუშაობის ცოდნისა და უნარების დემონსტრირება, მართვის დონის მეზღვაურების მოვალეობების კომპეტენტურად შესრულებას, რომელიც მოიცავს:

  • გემის პერსონალის მართვა და ტრენინგების ჩატარება;
  • შესაბამისი საერთაშორისო საზღვაო კონვენციების, რეკომენდაციების და ეროვნული კანონმდებლობის გამოიყენება;
  • რესურსების ეფექტური მართვა;
  • გადაწყვეტილების მიღების მეთოდები;
  • გემის სტანდარტული ოპერაციული პროცედურების შემუშავება, დანერგვა და მონიტორინგი 

კურსზე დაშვების წინაპირობა

კურსზე ჩარისაცხად აუცილებელია შემდეგი დოკუმენტების ასლების წარდგენა ორიგინალთან ერთად:

  • კომპეტენციის სერტიფიკატი
  • მეზღვაურის წიგნაკი ან სამოქალაქო პასპორტი
  • ცნობა მეზღვაურის ჯანმრთელობის შესახებ

კურსის ხანგრძლივობა: 5 დღე