კოლექტიური სამაშველო საშუალებებისა და სამაშველო კატარღების მართვა, გარდა სწრაფმავალი სამაშველო კატარღებისა

კურსის აღწერა

პროგრამა ფარავს და მოიცავს STCW კონვენციის VI თავის და კოდექსის A-VI/2 სექციის, A-VI/2-1 ცხრილის კომპეტენციებს.

სრული კურსის წარმატებით გავლის შემდეგ მსმენელს შეეძლება:

  • ამოყირავებული სამაშველო ტივის გასწორება სამასველო ჟილეტში ჩაცმული ;
  • სამაშველო საშუალებებზე მარკირების წაკითხვა, რომელიც მიუთითებს მასში გათვალისწინებული პერსონალთა რაოდენობას
  • სამაშველო საშუალებებისა და მასზე ასვლის, გემიდან უსაფრთხო მანზილზე დაშორებისა და მართვის და ხალხის გადმოსხმის სწორი განკარგულებების გაცემა
  • სამაშველო საშუალებების მომზადება და უსაფრთხო ჩაშვება და სწრაფად გემიდან უსაფრთხო მანძილზე მოშორება
  • სამაშველო ნავების, ტივებისა და სამაშველო კატარღების უსაფრთხო აწევა
  • ღია ან დახურული სამაშველო ნავის შიგა ძრავის გაშვება და ექსპლუატაცია;
  • ნავის ნიჩბებით სვლა და მართვა
  • მართვა კომპასით
  • მომარაგების ცალკეული საგნების გამოყენება სამაშველო საშუალებებში
  • საშუალებების დაყენება, რომელიც ხელსუწყობს სამაშველო საშუალებების აღმოჩენას
  • სამაშველო ნავების და სამასველო ტივების გადასატანი რადიომოწყობილობების გამოყენება
  • სასიგნალო საშუალებების გამოყენება პიროტექნიკის ჩათვლით
  • დაზარალებულების მოვლა გემის დატოვების პროცესში და დატოვების შემდეგ, პირველადი დახმარების აფთიაქის გამოყენება და ხელოვნური სუნთქვის ტექნიკა


კურსზე დაშვების წინაპირობა

კურსზე  ჩასარიცხად საჭიროა მსმენელმა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტების ასლები ორიგინალთან ერთად;

  • კომპეტენციის სერტიფიკატი ან კომპეტენციის დამადასტურებელი კვალიფიკაციის სერტიფიკატი ან განათლების დიპლომი;
  • სამოქალაქო პასპორტი ან პირადობის მოწმობა;
  • მეზღვაურის წიგნაკი ან მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათი;
  • ცნობა მეზღვაურის ჯანმრთელობის შესახებ;
  • საბაზისო წვრთნის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • გემზე ნაოსნობის არა ნაკლებ 6 თვის სტაჟის დამადასტურებელი საბუთი

შემოკლებული კურსების შემთხვევაში დამატებით:

  • თვითშეფასების შევსებული ფორმა;
  • “კოლექტიური სამაშველო საშუალებებისა  და სამაშველო კატარღების მართვა, გარდა სწრაფმავალი სამაშველო კატარღებისა“ სასწავლო-საწვრთნელი კურსის სერტიფიკატი (გაცემული ბოლო 5 წლის განმავლობაში)
  • ბოლო 3 წლის განმავლობაში 12 თვის ნაოსნობის დამტკიცებული სტაჟი

კურსის ხანგრძლივობა:  სრული კურსი - 5 დღე; შემოკლებული კურსი - 2 დღე