კურსის აღწერა
პროგრამა ფარავს და მოიცავს STCW კოდექსის სექციის A-II/1, A-II/2, A/II-3 და B-V/c კომპეტენციებს.
კურსის წარმატებით გავლის შემდეგ მსმენელებს შეეძლებათ საშიში ტვირთებისა და ზღვის დამაბინძურებლების უსაფრთხო გადაზიდვა და იურიდიული შედეგების გათვითცნობიერება და შეეძლებათ დეტალური ინსტრუქციების დაცვა და სწორი გამოყენება (მათ შორის - საშიში და მავნე ტვირთების უსაფრთხო შეფუთვა, დამუშავება, განლაგება-დასაწყობება და აგრეთვე მათთან მიმართებაში შესაბამისი სიფრთხილის ზომების მიღება) IMDG კოდექსის და მისი დანართების (R15 და R16) შესაბამისად.
კურსზე დაშვების წინაპირობა
კურსზე ჩარისაცხად აუცილებელია შემდეგი დოკუმენტების ასლების წარდგენა ორიგინალთან ერთად:
- კომპეტენციის სერტიფიკატი ან კომპეტენციის დამადასტურებელი კვალიფიკაციის სერტიფიკატი ან განათლების დიპლომი
- სამოქალაქო პასპორტი
- ცნობა მეზღვაურის ჯანმრთელობის შესახებ
- მეზღვაურის წიგნაკი ან მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათი
კურსის ხანგრძლივობა: 5 დღე
