კურსის აღწერა
პროგრამა ფარავს და მოიცავს STCW კონვენციის II თავის და კოდექსის A-II/1 ცხრილის კომპეტენციებს “რადილოკაციური და ავტომატური რადილოკაციური სისტემების გამოყენება უსაფრთხო ნავიგაციის უზრუნველსაყოფად”.
კურსის წარმატებით გავლის შემდეგ მსმენელს შეეძლება რადიოლოკაციურ სისტემასთან მუშაობა, კურსის გავლება, გემის ადგილმდებარეობის, სხვა გემებთან მიმართებაში მანძილის განსაზღვრა და მათი მოძრაობის კონტროლი გემების შეჯახების თავიდან აცილების მიზნით „გემების შეჯახების თავიდან აცილების საერთაშორისო კონვენციის“ (COLREG) თანახმად.
კურსზე დაშვების წინაპირობა
კურსზე ჩარისაცხად აუცილებელია შემდეგი დოკუმენტების ასლების წარდგენა ორიგინალთან ერთად:
- კომპეტენციის სერტიფიკატი ან კომპეტენციის დამადასტურებელი კვალიფიკაციის სერტიფიკატი ან განათლების დიპლომი
- პასპორტი
- მეზღვაურის წიგნაკი
- ცნობა მეზღვაურის ჯანმრთელობის შესახებ
კურსის ხანგრძლივობა: 10 დღე
