კურსის აღწერა
პროგრამა ფარავს ტრენინგებს პერსონალისთვის სამგზავრო გემებზე ავარიული სიტუაციებისას კრიზისის მართვაში STCW კონვენციის A-V/2 ნაწილის მე-4 პარაგრაფისა და კოდექსის A-V/2-2-ის ცხრილის კომპეტენციებს.
კურსის წარმატებით გავლის შემდეგ მსმენელი შეძლებს შემდეგს:
- გემის ავარიული პროცედურების ორგანიზება
- რესურსების გამოყენების ოპტიმიზაცია
- ავარიულ სიტუაციებზე რეაგირების კონტროლი
- ავარიული სიტუაციებისას მგზავრებისა და სხვა პერსონალის კონტროლი
- ეფექტური კომუნიკაციის დამყარება და შენარჩუნება
კურსებზე დაშვების წინაპირობა
კურსზე ჩარისაცხად აუცილებელია შემდეგი დოკუმენტების ასლების წარდგენა ორიგინალთან ერთად:
- კომპეტენციის სერტიფიკატი ან კომპეტენციის დამადასტურებელი კვალიფიკაციის სერტიფიკატი ან განათლების დიპლომი ან ცნობა სწავლების შესახებ შესაბამისი სასწავლო დაწესებულებიდან (სტუდენტებისთვის)
- სამოქალაქო პასპორტი ან მეზღვაურის წიგნაკი ან მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათი
- ცნობა მეზღვაურის ჯანმრთელობის შესახებ
- საბაზისო წვრთნის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი
კურსის ხანგრძლივობა: 2 დღე
