კურსის აღწერა
სასწავლო კურსი მიზნად ისახავს მსმენელების სწავლებას გემზე მყოფ ავადმყოფებსა და დაზიანებულ პირთა პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევაში STCW კოდექსის A-VI/4-1 ცხრილის მოთხოვნების შესაბამისად.
სასწავლო-საწვრთნელი კურსი შეიცავს 1978 წლის STCW საერთაშორისო კონვენციის დამატებებით მე-VI თავის A-VI/4 ნაწილისა და A-VI/4-1 ცხრილის მოთხოვნებს.
მსმენელები, რომლებიც წარმატებით დაასრულებენ აღნიშნულ კურსს, მიიღებენ სათანადო ცოდნას, რათა გაუწიონ გადაუდებელი პირველადი დახმარება გემზე მყოფ ავადმყოფებსა და დაშავებულ ადამიანებს.
კურსზე დაშვების წინაპირობა
კურსზე ჩარისაცხად აუცილებელია შემდეგი დოკუმენტების ასლების წარდგენა ორიგინალთან ერთად:
- კომპეტენციის სერტიფიკატი ან კომპეტენციის დამადასტურებელი კვალიფიკაციის სერტიფიკატი ან განათლების დიპლომი
- მეზღვაურის წიგნაკი ან სამოქალაქო პასპორტი
- ცნობა მეზღვაურის ჯანმრთელობის შესახებ
კურსის ხანგრძლივობა: 5 დღე
