უსაფრთხო გემსაბმელი ოპერაციები

კურსის აღწერა

პროგრამა ფარავს და მოიცავს „მეზღვაურთა მომზადების, დიპლომირებისა და ვახტაზე დგომის შესახებ“ საერთაშორისო (STCW) კონვენციის და კოდექსის A-II/1, A-II/2,  A-II/3, A-II/5, A-II/4 თავების და II/1, II/2,  II/3,  II/5, II/4 ცხრილების კომპეტენციებს, SOLAS-ის II-1/3-8 რეგულაციის (საბუქსირე და გემსაბმელი  აღჭურვილობის შესახებ), საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) სახელმძღვანელოების, OCIMF-ის გემსაბმელი ოპერაციების/აღჭურვილობის  სახელმძღვანელოს, მეზღვაურთა უსაფრთხო მუშაობის პრაქტიკის კოდექსის (COSWP) მოთხოვნებს და სტანდარტებს.

კურსის წარმატებით გავლის შემდეგ მსმენელს შეეძლება:

  • შეაფასოს გემსაბმელი აღჭურვილობის მდგომარეობა, მათ შორის მავთულის და სინთეტიკური გემსაბმელი გვარლების სერტიფიცირება, ნომინალური დატვირთვის მაჩვენებლების და მოვლის პროცედურების ჩათვლით
  • ამოიცნოს გემსაბმელი ოპერაციებთან დაკავშირებული რისკები, ახსნას დინამიური დატვირთვების გავლენა გემსაბმელ ოპერაციებზე.
  • გემსაბმელი ოპერაციების დაგეგმვა და რისკების შეფასება, უსაფრთხოების ინსტრუქტაჟის ჩატარება და შესაბამისი უსაფრთხოების პროცედურების გამოიყენებით.
  • გემსაბმელი ოპერაციების შეასრულება, პრაქტიკული ჩატარება
  • გემსაბმელი ოპერაციების სიმულაციებში მონაწილეობა, განსაზღვროს და გაანაწილოს თითოეულის როლი, გამოიყენოს საკომუნიკაციო მოწყობილობები, განახორციელოს სტანდარტული გემსაბმელი კონფიგურაციები
  • ჩაერთოს გუნდურ მუშაობასა და ლიდერობის პროცესში, ეფექტური კომუნიკაციის, დაღლილობის მართვის და როლების მკაფიო განაწილების უზრუნველყოფით.
  • მოახდინოს საგანგებო სიტუაციებზე შესაბამისი და დროული რეაგირება.

კურსებზე დაშვების წინაპირობა

კურსზე დასაშვებად, უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:

  • კომპეტენციის სერტიფიკატი ან კომპეტენციის დამადასტურებელი კვალიფიკაციის სერტიფიკატი ან განათლების დიპლომი
  • ცნობა მეზღვაურის ჯანმრთელობის შესახებ
  • მეზღვაურის წიგნაკი ან მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათი

კურსის ხანგრძლივობა: 2 დღე  (12 საათი)