უშიშროებასთან დაკავშირებული უნარ-ჩვევები

კურსის აღწერა

სასწავლო კურსი მიზნად ისახავს იმ მეზღვაურების საჭირო ცოდნით უზრუნველყოფას, რომელთაც არ გააჩნიათ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოვალეობები გემის უსაფრთხოების გეგმის (Ship Security Plan) მიხედვით, რათა გაიზარდოს გემის უსაფრთხოება SOLAS 74 დამატებებით თავი XI-2, ISPS კოდექსისა და STCW კოდექსის დამატებებით თავი A-VI/6-1 მოთხოვნების შესაბამისად.

მსმენელები, რომლებიც წარმატებით დაასრულებენ აღნიშნულ კურსს, უნდა მიაღწიონ აუცილებელი კომპეტენციების  მოთხოვნებს, რომელიც მისცემს მათ შესაძლებლობას დაეხმაროს საზღვაო უსაფრთხოების გაზრდას მიღებული ცოდნითა და საფრთხეების ამოცნობისა და მათზე სათანადო რეაგირების უნარებით. ეს ცოდნა შეიცავს:

  • უსაფრთხოების სხვადასხვა დონეების მნიშვნელობა და მათი ძირითადი მოთხოვნებები
  • საგანგებო პროცედურებისა და სიტუაციების გეგმის ცოდნა
  • იარაღის, სახიფათო ნივთიერების და მოწყობილობების ამოცნობა და გამოვლენა
  • არადისკრიმინაციულ ნიადაგზე იმ პირების ამოცნობა, მათი ხასიათისა და ქცევის მიხედვით, რომლებიც შესაძლოა წარმოადგენენ საფრთხეს
  • უსაფრთხოების ზომების გვერდით ავლის მეთოდები 

კურსზე დაშვების წინაპირობა

კურსზე ჩარისაცხად აუცილებელია შემდეგი დოკუმენტების ასლების წარდგენა ორიგინალთან ერთად:

  • კომპეტენციის სერტიფიკატი ან განათლების დიპლომი ან კომპეტენციის დამადასტურებელი კვალიფიკაციის სერტიფიკატი ან ცნობა სწავლების შესახებ შესაბამის სასწავლო დაწესებულებიდან (პრაქტიკანტებისთვის)
  • მეზღვაურის წიგნაკი ან სამოქალაქო პასპორტი
  • ცნობა მეზღვაურის ჯანმრთელობის შესახებ

კურსის ხანგრძლივობა: 1 დღე