კურსის აღწერა
პროგრამა ფარავს და მოიცავს „მეზღვაურთა მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის დამატებებით (STCW დამატებებით) A-II/1, A-III/1 და A-III/6 წესის მოთხოვნებს.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მსმენელს შეეძლება ხელმძღვანელობისა და გუნდური მუშაობის ცოდნისა და უნარების დემონსტრირება, რომელიც მოიცავს:
- გემის პერსონალის მართვა და ტრენინგი
- შესაბამისი საერთაშორისო საზღვაო კონვენციებისა და რეკომენდაციების, ეროვნული კანონმდებლობის ცოდნა
- ამოცანის დასახვა და სამუშაო დატვირთვის მართვა
- ადამიანური რესურსების ეფექტური მართვა და გამოყენების უნარი
- გადაწყვეტილების მიღების მეთოდის ცოდნა და უნარი
- სტანდარტული სამუშაო პროცედურების შემუშავება, დანერგვა და მეთვალყურეობა (მართვის დონეზე)
- თვითმმართველობის, პიროვნული და პროფესიული განვითარება
კურსზე დაშვების წინაპირობა
კურსზე ჩარისაცხად აუცილებელია შემდეგი დოკუმენტების ასლების წარდგენა ორიგინალთან ერთად:
- კომპეტენციის სერტიფიკატი ან კომპეტენციის დამადასტურებელი კვალიფიკაციის სერტიფიკატი ან განათლების დიპლომი ;
- მეზღვაურის წიგნაკი ან სამოქალაქო პასპორტი
- ცნობა მეზღვაურის ჯანმრთელობის შესახებ
კურსის ხანგრძლივობა: 3 დღე
