სამედიცინო მომსახურება

კურსის აღწერა

სასწავლო კურსი მიზნად ისახავს მსმენელების სწავლებას გემზე მყოფ ავადმყოფებსა და დაზიანებულ პირთა სამედიცინო მომსახურების გაწევაში STCW კოდექსის A-VI/4-2 ცხრილის მოთხოვნების შესაბამისად.

სასწავლო-საწვრთნელი კურსი მოიცავს 1978 წლის STCW საერთაშორისო კონვენციის დამატებებით მე-VI თავის A-VI/4 ნაწილისა და A-VI/4-2 ცხრილის მოთხოვნებს.

მსმენელები, რომლებიც წარმატებით დაასრულებენ აღნიშნულ კურსს, მიიღებენ  სათანადო ცოდნას, რათა მიიღონ ეფექტური მონაწილეობა გემების სამედიცინო მომსახურების კოორდინირებულ სქემებში და უზრუნველყონ ავადმყოფებისა და დაზიანებულ პირთა შესაბამისი სტანდარტის (დონის) სამედიცინო მომსახურება მათი გემზე ყოფნის დროს.

კურსზე დაშვების წინაპირობა

კურსზე ჩარისაცხად აუცილებელია შემდეგი დოკუმენტების ასლების წარდგენა ორიგინალთან ერთად:

  • კომპეტენციის სერტიფიკატი
  • მეზღვაურის წიგნაკი ან სამოქალაქო პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (სანაპირო აკვატორიის მეზღვაურებისთვის)
  • ცნობა მეზღვაურის ჯანმრთელობის შესახებ
  • პირველადი სამედიცინო დახმარების ან სამედიცინო დახმარების კურსის გავლის  დამადასტურებელი საბუთი

კურსის ხანგრძლივობა: 8 დღე