კურსის აღწერა
კურსი შეესაბამება გემის უსაფრთხოების ოფიცრების მომზადებისა და სერტიფიცირების სახელმძღვანელოში განსაზღვრულ კომპეტენციის სტანდარტს, რომელიც ეფუძნება STCW კოდის A-II/2 და A-III/3 ცხრილებს, IMO მოდელ კურს 3.11-ს და უსაფრთხო სამუშაო პრაქტიკის კოდექსს.
ყოველ გემზე ინიშნება უსაფრთხოების ოფიცერი, რომელიც პასუხისმგებელია გემისა და ეკიპაჟის უსაფრთხოების მნიშვნელოვან საკითხებზე. უსაფრთხოების ოფიცერი გემზე მოქმედებს როგორც უსაფრთხოების მრჩეველი და უზრუნველყოფს, რომ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნები სრულდება. რისკის შეფასებისა და გამოძიების საფუძველზე, უსაფრთხოების ოფიცერი კაპიტანს უწევს რეკომენდაციებს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საკითხებზე. მისი მოვალეობაა გამოავლინოს პოტენციური საფრთხეები და მოიძიოს ინციდენტების პრევენციის გზები გემზე.
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს შეეძლება:
- გაიგოს საერთაშორისო მენეჯმენტის სისტემის (ISM) მოთხოვნები;
- გამოიყენოს გემზე უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის (SMS) მოთხოვნები;
- ორგანიზება გაუწიოს გემზე უსაფრთხო ოპერაციებს და დაბინძურების პრევენციას;
- გამოიყენოს მეთოდები გემზე დამატებითი ტრენინგების ჩატარებისთვის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მიზნით;
- ინციდენტებისა და შემთხვევების უსაფრთხოების გამოძიება.
დაშვების წინაპირობა
კურსზე ჩასარიცხად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
- კომპეტენციის სერტიფიკატი, კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან განათლების დიპლომი;
- პასპორტი, მეზღვაურის წიგნაკი ან მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათი;
- მეზღვაურის სამედიცინო ცნობა.
კურსის ხანგრძლივობა: 3 დღე.
