კურსის აღწერა
ეს კურსი მონაწილეებს უზრუნველყოფს საბაზისო ცოდნით და უნარებით საზღვაო უბედური შემთხვევებისა და ინციდენტების ეფექტურად გამოძიებისთვის. კურსი ფოკუსირებულია მტკიცებულებების შეგროვების, მიზეზების იდენტიფიცირებისა და მომავალში ინციდენტების პრევენციის პროცესების გაგებაზე, რაც გემზე უსაფრთხოების უწყვეტ გაუმჯობესებას ემსახურება.
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შეეძლებათ:
- გაიგონ საზღვაო უბედური შემთხვევების გამოძიების მიზანი და მნიშვნელობა.
- განსაზღვრონ გამოძიების ძირითადი ნაბიჯები.
- შეაგროვონ მტკიცებულებები, მათ შორის დოკუმენტები და მოწმეების ჩვენებები.
- ორგანიზონ მოვლენების მარტივი თანმიმდევრობა, რათა გააანალიზონ რა მოხდა.
- იდენტიფიცირონ ინციდენტების ძირითადი მიზეზები და შესთავაზონ მათი პრევენციის გზები.
- მოამზადონ მარტივი გამოძიების ანგარიშები.
დაშვების წინაპირობა
მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ:
- კომპეტენციის სერტიფიკატი, კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან განათლების დიპლომი.
- პასპორტი, მეზღვაურის წიგნაკი ან მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათი.
- ვალიდური მეზღვაურის სამედიცინო ცნობა.
კურსის ხანგრძლივობა: 2 დღე.
