კურსის აღწერა
კურსის მიზანია განავითაროს და განაახლოს მსმენელის ცოდნა MARPOL-ის, OPA 90-ის და სხვა IMO-ს კონვენციების უახლესი რეგულატორული მოთხოვნების შესახებ, რომლებიც მიზნად ისახავს დაბინძურების პრევენციას.
კურსზე დაშვების წინაპირობა
კურსზე ჩასარიცხად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
- კომპეტენციის სერტიფიკატი, კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან განათლების დიპლომი;
- პასპორტი, მეზღვაურის წიგნაკი ან მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათი;
- მეზღვაურის სამედიცინო ცნობა
კურსის ხანგრძლივობა: 1 დღე
