რადიო ოპერატორი

კურსის აღწერა

პროგრამა მოიცავს STCW კონვენციის (დამატებებით) IV თავის და STCW კოდის A-IV/2 სექციის, A-IV/2 ცხრილის კომპეტენციებს.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მსმენელს შეეძლება ეფექტურად მართოს რადიო ოპერატორის მოწყობილობები და პასუხისმგებელი იყოს რადიოკომუნიკაციებზე გაჭირვების, სასწრაფო, უსაფრთხოების და რუტინული ინციდენტების დროს. იმის გათვალისწინებით, რომ ხშირად წარმოიშობა სერიოზული პრობლემები ყალბი საგანგაშო სიგნალების დიდი რაოდენობის გამო, კურსი ასევე მოიცავს ტექნიკას, რომელიც ხელს შეუწყობს ყალბი საგანგაშო სიგნალების გადაცემის თავიდან აცილებას და იმ პროცესების სწავლას, რომლებიც გამოიყენება ყალბი საგანგაშო სიგნალების ეფექტების შესამცირებლად უნებლიე გადაცემის შემდეგ.

დაშვების წინაპირობა

კურსზე ჩასარიცხად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

  • კომპეტენციის სერტიფიკატი, კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, განათლების დიპლომი ან სტუდენტის დროებითი სერტიფიკატი;
  • პასპორტი, მეზღვაურის წიგნაკი ან მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათი;
  • მეზღვაურის სამედიცინო ცნობა.

შემოკლებული კურსის შემთხვევაში, დამატებით:

  • ძველი რადიო ოპერატორის სერტიფიკატის ასლი.

კურსის ხანგრძლივობა:

  • სრული კურსი: 13 დღე;
  • შემოკლებული კურსი: 5 დღე.