კურსის აღწერა
კურსი მოიცავს STCW 1978 წლის საერთაშორისო კონვენციისა და კოდექსის დამატებებით Reg. A-I/12, თავი A-II/1, A-II/2, ცხრილი A-II/1 და A-II/2 კომპეტენციის მოთხოვნებს, რომელიც ეხება გემის მანევრირებასა და მართვას ნებისმიერ პირობებში.
კურსის წარმატებით გავლის შემდეგ მსმენელებს შეეძლებათ გემის მართვა და მანევრირება, გემის მობრუნება, გემის შეჩერების განსაზღვრა ღრმა და დაბალ წყლებში, ღუზაზე დადგომა, საჭის კონტროლი და მართვა, ქარისა და დინების ზემოქმედების განსაზღვრა სხვადასხვა სამანევრო სიტუაციებში.
კურსებზე დაშვების წინაპირობა
კურსზე ჩარისაცხად აუცილებელია შემდეგი დოკუმენტების ასლების წარდგენა ორიგინალთან ერთად:
- კომპეტენციის სერტიფიკატი ან განათლების დიპლომი
- მეზღვაურის წიგნაკი ან მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათი
- ცნობა მეზღვაურის ჯანმრთელობის შესახებ
კურსის ხანგრძლივობა: 5 დღე
