კურსის აღწერა
პროგრამა ფარავს და მოიცავს სავალდებულო მინიმალურ სტანდარტებს, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №02 2021 წლის 3 თებერვალი ქ. ბათუმი „მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათისა და მეზღვაურის ნაოსნობის წიგნაკის ფორმის, მისი დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ მოთხოვნებს.
კურსი განკუთვნილია იმ პირებისათვის, რომლებიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებულნი არიან ან უნდა დასაქმდნენ გემებზე, გარდა გემის ეკიპაჟის წევრებისა.
სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს ეცოდინებათ:
- IMO-ს ძირითადი კონვენციების საბაზისო ცოდნა
- გემის კონსტრუქციებისა და ძირითადი განყოფილებების განმარტებები (ინგლისური ტერმინოლოგიის ჩათვლით)
- ავარიულ სიტუაციებში კავშირისათვის აუცილებელი ინგლისური ფრაზეოლოგიის გამოყენება
- გემით გარემოს დაბინძურების თავიდან აცილების საბაზისო ცოდნა
- უსაფრთხოების ნიშნების მნიშვნელობა
კურსზე დაშვების წინაპირობა:
კურსზე ჩარისაცხად აუცილებელია შემდეგი დოკუმენტების ასლების წარდგენა ორიგინალთან ერთად:
- სამოქალაქო პასპორტი
- ცნობა ჯანმრთელობის შესახებ
- მოთხოვნა გემთფლობელისაგან ან საკრუინგო კომპანიიდან (არსებობის შემთხვევაში)
- ფოტო 3x4 (2 ცალი)
კურსის ხანგრძლივობა: 12 დღე
