უშიშროების განსაკუთრებული ვალდებულებები

კურსის აღწერა

სასწავლო კურსი მიზნად ისახავს იმ მეზღვაურთა სწავლებას, რომელთაც გააჩნიათ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული განსაკუთრებული მოვალეობები გემის უსაფრთხოების გეგმის (Ship Security Plan) თანახმად, რათა შეასრულონ თავიანთი მოვალეობები SOLAS 74 დამატებებით თავი XI-2, ISPS კოდექსისა და STCW კოდექსის დამატებებით თავი  A-VI/6-2 მოთხოვნების შესაბამისად.

მსმენელები, რომლებიც წარმატებით დაასრულებენ აღნიშნულ კურსს, შეძლებენ წარმოაჩინონ სათანადო ცოდნა, რათა შეასრულონ გემის უშიშროების გეგმით (SSP) დაკისრებული ვალდებულებები. კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები შეიძენენ შემდეგ ცოდნას:

  • არსებული საფრთხეების და მათი სახეების ცოდნა
  • იარაღის, სახიფათო ნივთიერებებისა და მოწყობილობების ამოცნობა და გამოვლენა
  • არადისკრიმინაციულ ნიადაგზე იმ პირების ამოცნობა, მათი ხასიათისა და ქცევის მიხედვით, რომლებიც შესაძლოა წარმოადგენენ საფრთხეს
  • უსაფრთხოების ზომების გვერდით ავლის მეთოდები
  • ადამიანთა მასების მართვისა და კონტროლის მეთოდები
  • უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კომუნიკაციები
  • საგანგებო პროცედურებისა და სიტუაციების გეგმის ცოდნა
  • უსაფრთხოების მოწყობილობებისა და სისტემების მართვა/ექსპლუატაცია
  • უსაფრთხოების მოწყობილობებისა და სისტემების ტესტირება, დაკალიბრირება და ტექნიკური მოვლა
  • შემოწმების, კონტროლისა და მონიტორინგის მეთოდები
  • პირების, პირადი ნივთების, ბარგის, ტვირთისა და გემის საწყობის ფიზიკური შემოწმების მეთოდები

კურსებზე დაშვების წინაპირობა

კურსზე ჩარისაცხად აუცილებელია შემდეგი დოკუმენტების ასლების წარდგენა ორიგინალთან ერთად:

  • კომპეტენციის სერტიფიკატი ან განათლების დიპლომი ან კომპეტენციის დამადასტურებელი კვალიფიკაციის სერტიფიკატი
  • მეზღვაურის წიგნაკი ან სამოქალაქო პასპორტი
  • ცნობა მეზღვაურის ჯანმრთელობის შესახებ

კურსის ხანგრძლივობა: 3 დღე