რადარი, არლგს, ხიდურის გუნდური მართვა და საძიებო-სამაშველო ოპერაციები

კურსის აღწერილობა

პროგრამა ფარავს და მოიცავს STCW კონვენციის II თავის და კოდექსის A-II/2 ცხრილის კომპეტენციებს:

კურსის გავლის შემდეგ მსმენელი შეძლებს:

  • განსაზღვროს როდის უნდა იქნას გამოყენებული რადარი
  • თვალყური ადევნოს მორიგე თანაშემწეებს რადარის გამოყენების დროს
  • გააცნობიეროს მოწყობილობის შეზღუდვები და სწორად შეაფასოს ეკრანზე გამოსახული ინფორმაციის სიზუსტე და სანდოობა
  • ყურადღება მიაქციოს რადარის ფუნქციებს რომლებიც განსაზღვრავენ ადგილმდებარეობას, ნავიგაციას, საფრთხეების ღმოჩენას და ალტერნატიული კურსის გავლას.
  • კოორდინაცია გაუწიოს გემის რეისის გეგმების მომზადებას
  • გააცნობიეროს ზღვაში გემების შეჯახების თავიდან აცილების 1972 წლის საერთაშორისო კონვენციის დებულება რადართან გამოყენებასთან დაკავშირებით
  • განსაზღვროს არსებული სიტუაცია და რისკები და მიიღოს შესაბამისი ზომები
  • განსაზღვროს შესახების თავიდან აცილების ეფექტურობა და აირჩიოს შესაბამისი კურსი და სიჩქარე
  • დაავალოს ნავიგაციური ხიდურის გუნდს გამოიყენონ რადარის ინფორმაცია შველის მომთხოვნი სამიზნის ადგილმდებარებიოს დასადგენად
  • მიახლოება შველის მომთოხვნ სამიზნესთან რადარის მუდმივი პარამეტრების დაყენებითა და რადარის ინფორმაციის შეფასებით.

კურსზე დაშვების წინაპირობა
კურსზე ჩარისაცხად აუცილებელია შემდეგი დოკუმენტების ასლების წარდგენა ორიგინალთან ერთად:

  • კომპეტენციის სერტიფიკატი
  • სამოქალაქო პასპორტი
  • ცნობა მეზღვაურის ჯანმრთელობის შესახებ
  • მეზღვაურის წიგნაკი ან მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათი

კურსის ხანგრძლივობა: 5 დღე