კურსის აღწერა
პროგრამა ფარავს და მოიცავს STCW კონვენციის VI თავის და კოდექსის A-VI/1, A-VI/1-1 ცხრილის კომპეტენციებს.
პირადი გადარჩენის მეთოდების სრული კურსის წარმატებით გავლის შემდეგ მსმენელი შეძლებს გადარჩენას გემის დატოვების შემთხვევაში.
კერძოდ, მსმენელს შეეძლება:
- სამაშველო ჟილეტის ჩაცმა
- ჰიდროთერმოკოსტიუმის ჩაცმა და გამოყენება
- სიმაღლიდან წყალში უსაფრთხოდ ჩახტომა
- ამოყირავებული სამაშველო ტივის გასწორება
- სამაშველო ჟილეტში ჩაცმული გაცურვა
- სამაშველო ჟილეტის გარეშე წყლის ზედაპირზე გაჩერება
- კოლექტიური სარგებლობის სამაშველო საშუალებებზე ასვლა როგორც გემიდან, ასევე წყლიდან
- კოლექტიური სარგებლობის სამაშველო საშუალებებზე ასვლის შემდეგ საწყისი ქმედებები გადარჩენის შანსის ასამაღლებლად
- ზღვის ღუზის გადაგდება
- სამაშველო საშუალებების აღჭურვილობის გამოყენება
- ადგილმდებარეობის აღჭურვილობის გამოყენება რადიო მოწყობილობის ჩათვლით
კურსზე დაშვების წინაპირობა
კურსზე ჩარისაცხად აუცილებელია შემდეგი დოკუმენტების ასლების წარდგენა ორიგინალთან ერთად:
- კომპეტენციის სერტიფიკატი ან კომპეტენციის დამადასტურებელი კვალიფიკაციის სერტიფიკატი ან ცნობა სწავლების შესახებ შესაბამისი სასწავლო დაწესებულებიდან (სტუდენტებისთვის)
- სამოქალაქო პასპორტი ან მეზღვაურის წიგნაკი ან მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათი
- ცნობა მეზღვაურის ჯანმრთელობის შესახებ
შემოკლებული კურსების შემთხვევაში დამატებით:
- თვითშეფასების შევსებული ფორმა
- საბაზისო წვრთნის კვალიფიკაციის სერტიფიკატი (გაცემული ბოლო 5 წლის განმავლობაში)
- ბოლო 3 წლის განმავლობაში 12 თვის ნაოსნობის დამტკიცებული სტაჟი
კურსის ხანგრძლივობა: სრული კურსი - 2 დღე; შემოკლებული კურსი - 1 დღე.
