გემზე დახურულ სათავსოებში შესვლა

კურსის აღწერა

პროგრამა ფარავს კომპტენციებს, რომელიც განსაზღვრულია SOLAS თავი  III  რეგულაცია 19.3.6.2 “Emergency Training and drills”, IMO რეზოლუციის A.1050 (27) “Revised Recommendations for Entering Enclosed Spaces aboard Ships”, IMO რეზოლუცია  MSC.350 (92), SOLAS თავი  XI 1, რეგულაცია 7. - “Atmosphere testing instrument for enclosed spaces” და IMO MSC.1/Circ 1477,  IMO MSC.1/Circ 1485 მიხედვით.

კურსის წარმატებით გავლის შემდეგ მსმენელს შეეძლება:

  • მოახდინოს „დახურული სათავსოების“ იდენტიფიცირება, რომლებშიც შესვლა მოითხოვს სპეეციალურ ნებართვას
  • განსაზღვროს, თუ რომელ დახურულ სათავსოში შესვლა არ მოითხოვს  ნებართვას
  • დახურულ სათავსოებთან დაკავშირებული საფრთხეების იდენტიფიცირებას, ასევე ამ საფრთხეების კონტროლის გზების განსაზღვრას
  • დახურულ სათავსოებში შესვლასთან დაკავშირებული ძირითადი როლების განაწილებას, რომელიც შედგება მორიგესაგან, სათავსოში შემსვლელისგან  და ზედამხედველისგან
  • საწყის დონეზე ავარიული სამაშველო ოპერაციების, ასევე, დახურულ სათავსოებში შესასვლისათვის საჭირო ინდივიდუალური დამცავი აღჭურვილობის ტიპების შესახებ ცოდნა
  • დახურულ სათავშოებში შესვლის ატმოსფეროს შემოწმებისა პროცესისა და ნებართვის  გაცემის გათვითცნობიერებას
  • დახურულ სათავშოში შესვლის წინ შესაბამისი მოქმედებების ჩატარება (იზოლაცა, ვენტილაცია და შეფასება)
  • სამაშველო მეთოდების ტიპების შესახებ ცოდნა

კურსებზე დაშვების წინაპირობა

კურსზე ჩარისაცხად აუცილებელია შემდეგი დოკუმენტების ასლების წარდგენა ორიგინალთან ერთად:

  • კომპეტენციის სერტიფიკატი ან განათლების დიპლომი ან კომპეტენციის დამადასტურებელი კვალიფიკაციის სერტიფიკატი ან ცნობა სწავლის შესახებ (სტუდენტებისთვის)
  • პასპორტი ან მეზღვაურის წიგნაკი ან მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათი
  • ცნობა მეზღვაურის ჯანმრთელობის შესახებ

კურსის ხანგრძლივობა: 1 დღე (6 საათი)