კურსის აღწერა
პროგრამა ფარავს და მოიცავს STCW კონვენციის VI თავის და კოდექსის A-VI/1 სექციის, A-VI/1-2 ცხრილის კომპეტენციებს.
კურსის გავლის შემდეგ მსმენელი შეძლებს:
- მინიმუმამდე დაიყვანოს ხანძრის გაჩენის რისკი
- შეინარჩუნოს მზადყოფნის მდგომარეობა საგანგებო ხანძარსაწინააღმდეგო სიტუაციებზე რეაგირებისათვის
- განახორციელოს საწყისი მოქმედებები გემზე ხანძრის აღმოჩენის შემთხვევაში
- განსაზღვროს სხვადასხვა ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებები სხვადასხვა ტიპის ხანძრისთვის
- აქტიური და პოზიტიური წვლილი შეიტანოს ხანძარსაწინააღმდეგო პარტიის/ჯგუფის საქმიანობაში
კურსზე დაშვების წინაპირობა
კურსზე ჩარისაცხად აუცილებელია შემდეგი დოკუმენტების ასლების წარდგენა ორიგინალთან ერთად:
- კომპეტენციის სერტიფიკატი ან კომპეტენციის დამადასტურებელი კვალიფიკაციის სერტიფიკატი ან ცნობა სწავლების შესახებ შესაბამის სასწავლო დაწესებულებიდან (სტუდენტებისთვის)
- სამოქალაქო პასპორტი
- მეზღვაურის წიგნაკი ან მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათი
- ცნობა მეზღვაურის ჯანმრთელობის შესახებ
შემოკლებული კურსების შემთხვევაში დამატებით:
- თვითშეფასების შევსებული ფორმა
- საბაზისო წვრთნის კვალიფიკაციის სერტიფიკატი (გაცემული ბოლო 5 წლის განმავლობაში)
- ბოლო 3 წლის განმავლობაში 12 თვის ნაოსნობის დამტკიცებული სტაჟი
კურსის ხანგრძლივობა: სრული კურსი - 2 დღე; შემოკლებული კურსი - 1 დღე
