კურსის აღწერა
პროგრამა ფარავს და მოიცავს „მეზღვაურთა მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის (STCW) დამატებებით A-V/1-1 ნაწილის, მე-3 პარაგრაფის მოთხოვნებს.
კურსის წარმატებით გავლის შემდეგ მსმენელს ეცოდინება:
- ქიმმზიდი ტანკერის კონსტრუქცია, სისტემები და აღჭურვილობა
- ტუმბოს თეორია და მახასიათებლები, მათ შორის სატვირთო ტუმბოების ტიპები და მათი უსაფრთხო ექსპლუატაცია
- ტანკერის უსაფრთხოების კულტურა და უსაფრთხო მართვის სისტემის დანერგვა
- მონიტორინგისა და უსაფრთხოების სისტემები, მათ შორის ავარიული გამორთვის სისტემა
- ტვირთის გაზომვისა და გამოთვლის უნარი
- თხევადი ტვირთების ზეგავლენა წესრიგზე და მდგრადობაზე და სტრუქტურულ მთლიანობაზე
- ქიმიურ ტვირთებთან დაკავშირებული ოპერაციები
- სატვირთო ოპერაციებთან დაკავშირებული გეგმების, პროცედურებისა და ჩეკ-ლისტების შემუშავება და გამოყენება
- მონიტორინგის და აირდეტექტორული სისტემების, ინსტრუმენტებისა და აღჭურვილობის დაკალიბრებისა და გამოყენების უნარი
- ტვირთთან დაკავშირებული პასუხისმგებელი პერსონალის მართვა და ზედამხედველობა
- მავნე თხევადი ნივთიერებების ქიმიური და ფიზიკური თვისებების ცოდნამავნე თხევადი ნივთიერებების ქიმიური და ფიზიკური თვისებების ცოდნა
- უსაფრთხოების მონაცემთა ჩამონათვალში/ ბაზაში (safety data sheet (SDS)) არსებული ინფორმაციის გაგება
- ქიმიური ტანკერების სატვირთო ოპერაციებთან დაკავშირებული საფრთხეები და კონტროლის ზომები
- შესაბამისი წესების/რეგულაციების შეუსრულებლობის საშიშროებები
- მუშაობის უსაფრთხო მეთოდები ქიმმზიდზე რისკის შეფასებისა და უსაფრთოების ჩათვლით
- ქიმიური ტანკერების საგანგებო პროცედურები
- მოქმედებები, რომლებიც უნდა განხორციელდეს შეჯახების, მეჩეჩზე დაჯდომის თუ დაღვრის შემთხვევაში
- ქიმმზიდ ტანკერზე პირველადი სამედიცინო დახმარების პროცედურები, საშიშ თვირთებთან დაკავშირებული უბედური შემთხვევებისას პირველაი სამედიცინო დახმარების სახელმძღვანელოს მითითებებით (MFAG)
- პროცედურები გარემოს დაბინძურების თავიდან ასაცილებლად
- გემებიდან ზღვის დაბინძურების თავიდან აცილების საერთაშორისო კონვენციის (MARPOL) და სხვა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) დებულებების ცოდნა და გაგება
- საშიში ქიმიური ტვირთების ნაყარის სახით, გადამზიდი გემების აგებულების და აღჭურვის საერთაშორისო კოდექსისა (IBC) და მასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციის გამოყენების უნარი
კურსებზე დაშვების წინაპირობა
აუცილებელია შემდეგი დოკუმენტების ასლების წარდგენა ორიგინალთან ერთად:
- კომპეტენციის სერტიფიკატი ან განათლების დიპლომი ან კომპეტენციის დამადასტურებელი კვალიფიკაციის სერტიფიკატი
- პასპორტი
- მეზღვაურის წიგნაკი ან მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათი
- ქიმმზიდ ტანკერზე მუშაობის 3 თვიანი ნაოსნობის სტაჟი
- ცნობა მეზღვაურის ჯანმრთელობის შესახებ
კურსის ხანგრძლივობა: 9 დღე
